"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წინასაარჩევნო კამპანიების მონიტორინგის პერიოდში 9 ინციდენტი შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ბრიფინგზე ითქვა, იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 4 წარმოადგენს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას, ორი - სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას, სამი კი, კამპანიაში სავარაუდო ხელშეშლას.
საიას თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, 2 – მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ხოლო ერთი - პლატფორმა "აირჩიე ევროპის" წინააღმდეგ.
იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის შედეგებზე კომენტარი მმართველ პარტიაშიც გაკეთდა.
"ჰაერზე საუბარი არის ძალიან მარტივი, უამრავ რაღაცას გვაბრალებენ ნული მტკიცებულებით. ასე ჰელსინიკის კომისია გვაბრალებდა, რომ ი ქსელის უკან, რის უკანაც ბატონი კეზერაშვილია, თურმე ქართული ოცნებაა იმ რაღაც ქოლცენტრების ქსელის უკან, რომელიც მსოფლიოში არის გაშლილი. და აბსოლუტურად, არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. იგივე გრძელდება ახლა. როდესაც ჩვენ კონკრეტულ ბრალდებას ვუყენებთ გარე ჩარევას, როდესაც ჩვენ კონკრეტულ ბრალდებას ვუყენებთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დამკვირვებლები უნდა იყვნენ და ვამხელთ მათ არაობიექტურობაში, ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით და მტკიცებულებებზე დაყრდნობით.“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.