ლოცვა, რომელიც მორწმუნე მრევლმა ილიაობის დღეს უნდა წაიკითხოს
1754117927
აღმასრულებელ ხელისუფლებას არც პროკურორის შერჩევისა და არჩევის წესთან და არც პროკურატურის სხვა ფუნქციებთან არანაირი კავშირი არ გაჩნია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აირჩევს პროკურორს, რა თქმა უნდა, მათთვის ტრაგედიაა, რადგან არ ეძლევათ საშუალება, რომ მედია შეზღუდონ, ხალხი დაატერორონ და ბიზნესი დააწიოკონ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი ამ უმნიშვნელოვანეს, ევროპული სტანდარტის ინსტიტუციურ ცვლილებას საქართველოში გაასაღებენ, რა თქმა უნდა, როგორც ჭორის დონეზე ნათქვამად - „ქართულ ოცნებას“ ვინც უნდა. ვისაც საპროკურორო საბჭო შეარჩევს და იქნება ღირსეული, პარლამენტი მხარს მას დაუჭერს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საპროკურორო საბჭოს მიერ პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამი კანდიდატი შეირჩევა, რომელთა 1/3 მაინც, განსხვავებული სქესის უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთს აარჩევს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.