აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.

„სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა იქნება.

მომავალ წელს დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა, რაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.