რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
დედაენის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე მილოცვას ავრცელებს.
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვულოცავ ყველას დედაენის დღეს!
1978 წლის 14 აპრილის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ერის ერთსულოვნებამ და ახალგაზრდების ჩართულობამ განსაზღვროს ქვეყნის მომავალი. მაშინ, როცა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა ისტორია შეცვალა.
სამწუხაროდ დღესაც, ოკუპაციის პირობებში, მშობლიურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერ კიდევ გრძელდება. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება აფხაზეთში, ოკუპირებულ გალში, სადაც ადამიანებს ქართულ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება ეზღუდებათ.
აფხაზეთის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, განაგრძობს მუშაობას, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ კვლავ ვაყენებთ ამ საკითხს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში და ვიბრძვით ენისა და ადამიანის უფლებების დასაცავად", - წერს ლევან მგალობლიშვილი.