ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
რეალურად არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის რიგებში ახლა ისტერიული მსჯელობები წარიმართება.
„გუშინ ასეთი ისტერიული მსჯელობა შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში, მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე“, - განაცხადა პრემიერმა.