„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“ .
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“ განმარტებული იქნება, როგორც ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.