ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
როდესაც ადამიანებს ართმევ უფლებას, არ დაგეთანხმონ და ამის გამო დევნისკენ მოუწოდებ, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რათა ამ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება, რომ პროტესტი, რომელიც იყო წინა დღეებში, თავისი ბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროტესტის ისე წარმოჩენა, რომ საქართველოში დემოკრატია ჩიხში შევიდა და ხელისუფლება თითქოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, არის სიცრუე და პოლიტიკური აფიორა.
„პროტესტი ყოფილა ყველგან ევროპაში, ამ დღეებშიც სხვადასხვა ქვეყანაში იყო პროტესტი, შესაბამისად, ამის წარმოჩენა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისე, რომ საქართველოში დემოკრატია ჩიხში შევიდა და ხელისუფლება თითქოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ეს არის სიცრუე და პოლიტიკური აფიორა. ამას ლაპარაკობენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარეს. თავისთავად მოწოდება დევნისკენ, ადამიანებს იმის უფლება აუკრძალო, რომ არ დაგეთანხმონ და ამის გამო დევნა დაანონსო, რასაც აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი, ეს მიუღებელია და ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რათა ამ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება, რომ პროტესტი, რომელიც წინა დღეებში იყო, თავისი ბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ. რა თქმა უნდა, მათგან არ არის გასაკვირი, რომ ამაში ფულსაც გადაიხდიან, თავის კონტროლქვეშ არსებულ მედიასაც ამუშავებენ, ლობისტებსაც დაიქირავებენ, რომ როგორმე დააზიანონ დღეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამის შედეგად დესტაბილიზაციის მცდელობები გამოუვიდეთ ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.