9 აპრილს აქციის დანიშვნა უდიდესი უპასუხისმგებლობაა - შოთა დიღმელაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე

შოთა დიღმელაშვილი

9 აპრილს პარტიის მიერ აქციის დანიშვნა უდიდესი უპასუხისმგებლობაა, - ასე აფასებს მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას.

„9 აპრილს პარტიის მიერ აქციის დანიშვნა უდიდესი უპასუხისმგებლობაა, „გავაფართოოთ საორგანიზაციო ჯგუფი“ კი ზღაპარი. პარტიული ინიციატივის ბაზაზე რაც არ უნდა გააფართოო, პარტიულად აღიქმება და ხალხი ძნელად მობილიზდება, თან პირდაპირ „ოცნების“ ცრუ ნარატივს მორწყავს. 9 აპრილზე პარაზიტირების მორალურ მხარეზე არც ვსაუბრობ“, - აცხადებს დიღმელაშვილი.

საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.