არაფერს ვხაზავ და ცარიელი ფურცელი უნდა ჩავაგდო... - ვინ არ მისცა ხმა მიხეილ ყაველაშვილს?

ადა მარშანია

ადა მარშანია, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, საარჩევნო ყუთში ცარიელი ფურცელი ჩააგდო.

„ცუდი კანდიდატურა არის, უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას. ხმას არ ვაძლევ, შესაბამისი გრაფა არ არის, ამიტომ არაფერს ვხაზავ და ცარიელი ფურცელი უნდა ჩავაგდო“, – აღნიშნა მარშანიამ.

საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.

საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.