აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გახსნა

ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.

საკითხი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.