აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ცოტნე ანანიძე

მუსლიმანური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს - ყურბან-ბაირამს ზეიმობს. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ბათუმის ორთა ჯამეში, სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ და მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს, - ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„დღეს მუსლიმი მორწმუნეები ერთ-ერთ გამორჩეულ საღვთო დღესასწაულს - ყურბან-ბაირამს ზეიმობენ და მაღალ ღმერთს მშვიდობასა და კეთილდღეობას, გაჭირვებულთა შემწეობას, ჩვენი ქვეყნისა და ერის გამთლიანებას შესთხოვენ. ყველა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს - ყურბან-ბაირამი ხომ თანადგომის ერთგვარი ზეიმია“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ და მორწმუნეებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებით გამოწვეული საყოველთაო გლოვის დღეებში გამოხატული უდიდესი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ორთა ჯამეში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან - რამაზ ჯინჭარაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან - გიორგი ცინცაძესთან ერთად მივიდნენ. მათ მორწმუნეებს მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა უსურვეს.