აბსოლუტურად გასულები არიან მომსახურების ზონიდან. გაგიგიათ, ჩანაწერი სადმე, ან რეგლამენტში, ან კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, რასაც რადიკალები ლაპარაკობენ, ეს შეიძლება მოხდეს - მამუკა მდინარაძე პარლამენტის პირველი სხდომის გამართვაზე

მამუკა მდინარაძე

დღეს ახალი ამბავი ისიც გავიგე, რომ კალანდარიშვილი არ უნდა დაესწროსოს პარლამენტის პირველ სხდომასო - ამაზე შეიტანა ვიღაცამ სარჩელი. უბრალოდ, რაღაცას იგონებენ და შეაქვთ სარჩელები. ამ ყველაფერს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის პირველის სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე საუბრისას.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან საზოგადოება ბოლო დღეებში შეეჩვია განცხადებებს, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა და რომ არსებობს იმის საფუძველი, პარლამენტის პირველი სხდომა არ დაინიშნოს.

„აბსოლუტურად გასულები არიან მომსახურების ზონიდან. იმდენად არასერიოზულია, რომ სერიოზული პასუხები ჭირს. უბრალოდ ნორმა არ არსებობს. გაგიგიათ, ჩანაწერი სადმე, ან რეგლამენტში, ან კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ეს შეიძლება მოხდეს. ასეთი ნორმა შეუძლია, ვინმემ დაასახელოს?! ხომ გამორიცხულია! თუ ნორმა არ არსებობს, თუ სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს, რას აჩერებენ, როგორ აჩერებენ? საერთოდ რას ლაპარაკობენ.

დღეს ახალი ამბავი ისიც გავიგე, რომ კალანდარიშვილი არ უნდა დაესწროსოს პირველ სხდომასო, ამაზე შეიტანა ვიღაცამ სარჩელი. უბრალოდ, რაღაცას იგონებენ და შეაქვთ სარჩელები. ამ ყველაფერს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ამიტომ, ამაზე სერიოზული საუბარი უკვე ჭირს ისევე, როგორც ჭირს სერიოზული საუბარი ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმის გაყალბებაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.