"აბსოლუტურად არავითარი ინტერესი არ გამაჩნია, არც ამ რაღაც ჩოჩქოლის მიმართ, არც ჩერგოლეიშვილის უსაგნო ქცევების მიმართ" - გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია

"არავითარი ინტერესი არ გამაჩნია, არც ამ რაღაც ჩოჩქოლის მიმართ, არც ჩერგოლეიშვილის უსაგნო ქცევების მიმართ," - ამის შესახებ როგორც "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტში მყოფ პარტიებს შორის დაპირისპირება მისთვის საინტერესო არ არის.

"აბსოლუტურად არავითარი ინტერესი არ გამაჩნია, არც ამ რაღაც ჩოჩქოლის მიმართ, არც ჩერგოლეიშვილის უსაგნო ქცევების მიმართ და არც იმაზე, ერთი პარტია მეორეზე, რას ფიქრობს, არ მაინტერესებს ეს ამბავი. მაინტერესებს რეალური პოლიტიკა," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.