ორშაბათიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს - დეტალები
1756585437
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, ზაფხულის ბოლო დღეს საქართველოში მზიანი, ცხელი და მშრალი ამინდის პირობები იყო, რომელიც 1-ელ სექტემბერსაც შენარჩუნდება და კალენდარულად შემოდგომის პირველი დღე ისევ ცხელი და მზიანი იქნება.
„დასავლეთ საქართველოში, 1-ელ სექტემბერს ტემპერატურა +37, სანაპირო კურორტებზე +33, აღმოსავლეთ საქართველოში +36 გრადუსს მიაღწევს.
2 სექტემბერს, მთელს ქვეყანაში მოიღრუბლება და გვიან საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიკლებს.
3 სექტემბერს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, შედარებით აგრილდება ყველგან.
4 სექტემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს. გილოცავთ შემოდგომის მოსვლას, ეს სეზონი იმის დასტურია, რომ ცვლილებებიც შეიძლება ლამაზი იყოს...“ - წერს ფარტენაძე.