რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სამსახურის ინფორმაციით, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მის ნაცვლად, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
„აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით“, - აცხადებენ სამსახურში.