„ეს არის უმძიმესი დანაკარგი...“ - ახალგაზრდა სტუდენტი გარდაიცვალა
1793303495
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს 11:00 საათზე განახლდება. პროცესი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.
გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე კი ნიკა გვარამიას მოუსმინეს. მისი განცხადება მოგვიანებით არჩილ გორდულაძემ შეაფასა და ტყუილი უწოდა. მისივე თქმით, გვარამიამ ცინიკურად განაცხადა, რომ ნანობს მისი ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევინებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა. არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების განმავლობაში პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა.