4 ოქტომბერს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფო დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხომ ხვდება, რომ სისულელეა?! - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო. ბრიუსელმა მათი ეს ხვეწნა რომ არ გაითვალისწინა, სწორედ მათ მიმართეს ეუთო-ს ამ მექანიზმის ასამუშავებლად , - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ეუთო-ს სახელთან დაკავშირებული სხვადასხვა მისიის განსხვავებულ შეფასებებს საქართველოსთან დაკავშირებით.

„ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ჟანგბადი, რომელიც აღარ გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას, ხელოვნურად მიაწოდონ, რომ თავიანთ „ბაბლს“ აჩვენონ, რომ რასაც გესაუბრებით, კი არ გატყუებთ, „მოსკოვის მექანიზმიც“ იმავეს ადასტურებსო. თავადვე უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთი ტიპის მექანიზმი იქნება, თუ დოკუმენტი, აბსოლუტურად კარგავს და უკვე დაკარგა ნდობა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში. 4 ოქტომბერს ყველა რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფო დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ხომ ხვდება, რომ ეს არის სისულელე?! 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო. ბრიუსელმა მათი ეს ხვეწნა რომ არ გაითვალისწინა, სწორედ მათ მიმართეს ეუთო-ს ამ მექანიზმის ასამუშავებლად და ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაშველი რგოლი გამოუგზავნეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა