გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე პირველად გაიმართა საქართველო - ჩინეთის B2B ღონისძიება. საქართველოს ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინურ კომპანიას JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის მიზანია ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაცია, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და JD.com-ის პლატფორმის მეშვეობით ჩინელ მომხმარებლებთან წვდომის გაზრდა.
ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, 36 ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება B2B შეხვედრების ფორმატში ჩინურ იმპორტიორ კომპანიებს თავიანში პროდუქცია გააცნონ.
"წელს პირველად იმართება ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ შანხაიში ქართული კომპანიებისათვის B2B-ის შეხვედრები. აღნიშნულია შეხვედრების ფარგლებში, 36 ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება ინდივიდუალური შეხვედრები განახორციელონ ჩინურ ე.წ. ბაიერებთან, იმპორტიორ კომპანიებთან და თავიანთი პროდუქცია გააცნონ", - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.