26 თებერვალს აშშ-ის დელეგაცია ჟენევაში ირანულ მხარესთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს გამართავს

შეხვედრა

 აშშ-ის დელეგაცია 26 თებერვალს ჟენევაში ირანულ მხარესთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს გამართავს. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ეს დიპლომატიური ძალისხმევა, დიდი ალბათობით, ბოლო შანსია, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი თეირანს მისცემს, სანამ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.