დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
26 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. არჩევნებში მონაწილეობას 317.119 ამომრჩეველი მიიღებს. საარჩევნო უბნების რაოდენობაა 317. ელექტრონულად არჩევნები წარიმართება 251 უბანზე (ამომრჩეველთა რაოდენობა 301.290—95.01% ), ტრადიციული მეთოდით 66 უბანზე (ამომრჩეველთა რაოდენობა 15.829—4.99% ). ადაპტირებული მეთოდით დაახლოებით 114 უბანზე.
უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისაგან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას 11 პარტია მიიღებს:
1. „ტრიბუნა“ N21;2. „ქართული ოცნება” N41;3. „გახარია საქართველოსთვის“ N25;4. „გირჩი“ N36;5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ N12;6. „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ N4;7. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ №5;8. „ევროპელი დემოკრატები“ N6;9. „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ N9;10. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ N8;11. „თავისუფალი საქართველო“ N20.