26 მაისი განსაკუთრებული დღეა - ჩვენი დამოუკიდებლობა თავისუფლებისთვის ბრძოლით და ღირსებით არის მოპოვებული - შალვა გოგოლაძე

შალვა გოგოლაძე

საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერის დამოუკიდებლობა თავისუფლებისთვის ბრძოლითა და ღირსებითაა მოპოვებულია.

"მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს. ქართველებისთვის განსაკუთრებული დღეა 26 მაისი, თავისუფლებისთვის ბრძოლით და ღირსებით მოპოვებულია ჩვენი ეს დამოუკიდებლობა. მინდა, ვუსურვო სრულიად საქართველოს მშვიდობა. ეს ძვირფასი შენაძენი - დამოუკიდებლობა დიდხანს ყოფილიყოს ქართველი ერის გამაერთიანებელი.

დღეს ჩვენი ქართული სპორტი წარმოდგენილი იქნება ორბელიანის მოედანზე, სადაც მოსულ სტუმრებს შევთავაზებთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობას, გვექნება გარკვეული ვიქტორინები, როგორც სპორტული, ასევე კითხვა-პასუხის ნაწილში. ახალგაზრდა თაობას დავაჯილდოებთ სიმბოლურად, დღევანდელი დღისთვის გაკეთებული სხვადასხვა სპორტის სახეობის ბურთებით, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდა თაობა, კიდევ ერთხელ, გაიხსენებს იმ დიდ ისტორიას, რომელიც გააჩნია ქართულ სპორტს", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.