მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდეა, მათ შორის, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 147 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა კულტურული კონკურსების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 30 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა 10-20 პროცენტის ფარგლებში;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 62 მილიონ ლარამდე;
ინფრასტრუქტურის განვითარება - 50 მილიონი ლარი;
სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა - 9 მილიონ ლარზე მეტი;
სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება - 20 მილიონ ლარზე მეტი;
სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 298 მილიონ ლარზე მეტით. თანხები მიიმართება შემდეგი მიმართულებებით:
მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 236 მილიონ ლარი;
სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები - 42 მილიონ ლარამდე, საიდანაც ფინანსდება საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;
სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 10 მილიონი ლარი;
სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 5 მილიონ ლარზე მეტი.