შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
2025 წელს ჩვენი სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების მონიტორინგს,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდი, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვასა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას.
„დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უცხოური მედიასაშუალება BBC-იც კი გახდა. ყველას გახსოვთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღი ე.წ. ,,კამიტი’’ იქნა გამოყენებული; აღნიშნულ ფაქტზე, როგორც იცით, ჩატარდა დროული გამოძიება და დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია და გამოუყენებია; მეტიც, აღნიშნული ქიმიური საშუალება მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ აღარ გამოიყენება.
ჩვენი დროული რეაგირების შედეგად, რაც სწრაფად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, საზოგადოების პროაქტიულ ინფორმირებაში გამოიხატა, თავიდან იქნა აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რაც აღნიშნული დეზინფორმაციული სიუჟეტის მიზანს წარმოადგენდა.
2025 წელს ჩვენი სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების მონიტორინგს.
გამოვავლინეთ სხვადასხვა სოციალური ქსელის ანგარიშები, რომელთა მეშვეობით ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში შუღლისა და ნაციონალისტური განწყობების გაღვივება. არსებული გამოწვევების გასანეიტრალებლად, გავატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“,- განაცხადა ბორაშვილმა.