1759569555
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერაფერი დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე, სისულელემდე, როცა არაფერი აქვთ სათქმელი, იქაც კი ენას ძვალი არ აქვს, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება - ირაკლი კობახიძე

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე, სისულელემდე და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების სანდოობას და აქტივობას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
"ნახეთ რამხელა აქტივობა იყო წინა არჩევნებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე სისულელემდე და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები. როცა არაფერი აქვთ სათქმელი, იქაც კი ენას ძვალი არ აქვს, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
1759566920