1745659029
2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები - დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები. და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? - საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?! - შალვა პაპუაშვილი

2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნებს რუსეთთან ესკალაციაზე - დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, "საქმე რომ ცუდად წასულიყო", ქვეყანა მიიღებდა საჯარო განცხადებას სოციალურ ქსელში.
"2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნებს რუსეთთან ესკალაციაზე - დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა.
და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი?
საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!", - წერს შალვა პაპუაშვილი.