რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა ცალმხრივად. გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით. მათივე, ანუ რუსების მიერვე დაწესებული სასჯელი, რომელიც დააწესეს 2019 წელს დააწესეს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას ითხოვს.
„საინტერესო ტერმინი შემოვიდა - თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ჯგუფს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ერთმანეთში შეგნებულად ურევენ. აქედან ვეკითხები - რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ? საკუთარ მოქალაქეებს დაუწესებდნენ სანქციებს? მაშინ როდესაც რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათთვის სასჯელის მოხსნაზე არის საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.