1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ 2008 წლის მოვლენებზე, ზუსტად ისაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რაც შეეხება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მე ვეთანხმები საერთაშორისო თანამეგობრობის, აშშ-ისა და ევროპის სულისკვეთებას. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა არ პასუხობს აგრესიას, ვიღაცამ ეს შეიძლება აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. დემოკრატიასა და დიქტატურას შორის დიდია სხვაობა და ეს გამოიხატება იმაში, რომ დემოკრატია ზრუნავს ადამიანთა სიცოცხლეზე. რა თქმა უნდა, ასეთ დროს რეაგირება სანქციების მეშვეობით ხდება.
მიმაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ინვესტორები ჩავიდოდნენ ამ ორ რეგიონში, თუმცა ეს არის სიგნალი იმისა, რაც მოხდება მომავალში - იქნება განსხვავებული სანქციები, რომელიც შედეგს გამოიღებს. თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ 2008 წლის მოვლენებზე, ზუსტად ისაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. ამის ფასი რუსეთს არ გადაუხდია სრულად და მისი შეკავება ვერ მოხდა. სწორედ ამიტომ ვდგავართ დღეს ასეთი გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.