ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება - რას გვიმზადებს 2027 წელი
1793997405
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს.
ვითარების დაძაბვიდან მალევე, თბილისის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს.
დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციონერი ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო.
დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა. შეიარაღებულმა ნიღბიანმა ძალოვნებმა გარე პერიმეტრის დაკავების შემდეგ, რკინის ჯებირები გადაკვეთეს, „იმედის“ შენობაში შეიჭრნენ და თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს. მძიმედ დაშავდა არხის რამდენიმე თანამშრომელი.
სპეცრაზმელებმა დაარბიეს ტელეკომპანია, დალეწეს აპარატურა და არხის მაუწყებლობა გათიშეს.
იმავე დღეს შეიჭრნენ მთაწმინდის პარკში და ყველა იმ კომპანიაში, სადაც ბადრი პატარკაციშვილი აქტივებს ფლობდა.