„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

თეა წულუკიანი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ პირველ, საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო.

ამასთან, კომისიის მდივანად სოზარ სუბარი აირჩიეს.

საგამოძიებო კომისია ათი წევრით არის განსაზღვრული.