ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
20 იანვრის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში 11 ათასამდე მიგრანტია დეპორტირებული, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინნბაუმმა განაცხადა.
შეინბაუმი აცხადებს, რომ აქედან დაახლოებით 2 500 ადამიანი არ არის მექსიკელი.
კლაუდია შეინნბაუმის თქმით, დეპორტირებული მიგრანტები მექსიკამ ჰონდურასში თვითმფრინავებითა და სახმელეთო ტრანსპორტით გაგზავნა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნებაყოფლობითი იყო.
„ეს ნებაყოფლობითია. ჩვენ მათ გავაცილებთ, რათა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება შეძლონ“, – განაცხადა შეიმნბაუმმა.