14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი იმიტომ, რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე - კობა კობალაძე

კობა კობალაძე

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს დილიდან ყვავილებით ამკობენ.
გმირთა მოედანზე უკვე იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის განცხადებით, 14 აგვისტო უმძიმესი თარიღია, თუმცა დღეს მთავარი მიზანი ტკივილის გადალახვა და მომავალი თაობებისთვის ერთიან, თავისუფალ სამშობლოში თანაცხოვრების შესაძლებლობის მიცემაა.

"14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი იმიტომ, რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე. იმის შემდგომ მთლიანად, მთელი ჩვენი არსითა და მრწამსით ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებმტკივნეულად გადავლახოთ ეს ტკივილი, ეს ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ ერთად თანაცხოვრების საშუალება და უნარი ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში," - აცხადებს კობა კობალაძე.