მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 12 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, უპრეცედენტო თავგანწირვა და ერთობა აჩვენა. ამ დღიდან დაიწყო აგენტურულ ბოროტებაზე გამარჯვება, რაც ბოლომდეა მისაყვანი. ამ უთანასწორო ბრძოლაში კი 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია!
26 ოქტომბერს ისევ ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებს ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი და დაუმარცხებელი საქართველოს იდეის, ქართული ოცნების ასასრულებლად!“, - წერს მამუკა მდინარაძე.