პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.
გამოცემამ სააკაშვილს ჰკითხაა, თუ რას გააკეთებდა იგი უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყო და 2022 წლის თებერვლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო.
“პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელსაც ჩერჩილის შემდეგ პერიოდში ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ მივიჩნევ. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი გვერდზე ნერვიულად ეწევიან. ამავდროულად მთელ სამყაროს მოვივლიდი ჩემი მრავალრიცხოვანი კავშირების უკრაინისთვის დახმარების მობილიზებისთვის გამოსაყენებლად.
ასევე, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს, რომელშიც დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა ერთი მომენტითაც არ ვივიწყებ იმ ფაქტს, რომ უკვე 35-მა მათგანმა ომში თავი დადო, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე. და ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი გარდაიცვალა და დაიჭრა…
მე თავად 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ასე არასდროს არ მიამაყია ამით”, - თქვა სააკაშვილმა.