,,ბავშვებს არ გააკაროთ” - გიორგი ღოღობერიძე მშობლებს მიმართავს
1755772613
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის ლიდერს შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში შეხვდება, თუმცა ცალსახად არა მოსკოვში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რაც შეეხება ბუდაპეშტს, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს საკამათო საკითხია, რადგან უნგრეთი უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიოდა.
„ჩვენ არავითარი ჩრდილი არ გვჭირდება, ჩვენ გვსურს კოორდინირება ამერიკელებთან. ძალიან მინდა, რომ ევროპა ესწრებოდეს [მოლაპარაკებებს]. პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრის ფორმატმა ამის შესაძლებლობა მოგვცა. მათი ყოფნა მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღეში ჩვენ ვიდეო კავშირის მეშვეობით რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ, ერთ დღეში ყველამ საკუთარი გეგმები შეცვალა და ვაშინგტონში მხოლოდ უკრაინისთვის შეიკრიბა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ევროპასთან ასეთი ურთიერთობები, მხარდაჭერა ავაშენეთ“, - თქვა ზელენსკიმ.