ცნობილია ჩუმლაყში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - სასტიკი მკვლელობის დეტალები
1745220888
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმების განსახორციელებლად.
„რთული იყო, ბევრი მუქარა, გათიშვა და დანაკარგი იყო [ზამთრის პერიოდში]. მაგრამ უკრაინამ შეინარჩუნა თავისი ენერგოსისტემა - გაერთიანებული და მოქმედი. და ეს ჩვენი ხალხის, სწორედ ხალხის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ვიცით, რისთვის ემზადება რუსეთი. გვაქვს მონაცემები ჩვენი სპეცსამსახურებიდან და დაზვერვიდან. ახლა - როგორც აღდგომის წინ, ისე მის შემდეგ - შესაძლებელია რუსეთის ახალი დარტყმები. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ენერგეტიკას“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.