რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
1756066857
უკრაინა საკუთარი წარმოების რაკეტებს იყენებს და მათ გამოყენებაზე შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს არ გადის, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას, ნამდვილად ბლოკავს თუ არა პენტაგონი უკრაინის მიერ შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებას.
„ჩვენ ჩვენ მიერ წარმოებულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღს ვიყენებთ. მართალი გითხრათ, მსგავსი საკითხები შეერთებულ შტატებთან ბოლო ხანებში არც განგვიხილავს. ადრე ვითხოვდით რუსეთის სიღრმეში დარტყმის უფლებას. ალბათ გახსოვთ, იყო განსხვავებული სიგნალები ჩვენს საპასუხო დარტყმებზე, მაგრამ ეს იყო ადრე. ახლა ეს აღარც გვახსოვს. ასე რომ, ეს ჩემთვის სიახლეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი უკრაინას დასავლური რაკეტების გამოყენების უფლებას არ აძლევს.