დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ომის 180-ე დღის დასაწყისში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
მისი თქმით, მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთი მარიუპოლში საჩვენებელი სასამართლოს მოწყობას აპირებს.
„რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები. თუ ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან. მეტი საუბრები არ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერ თქვა. უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების დაცინვას, რომლებზეც მხოლოდ ერთი შეიძლება, ითქვას – ისინი გმირები არიან და საკუთარ სამშობლოს იცავდნენ დამპყრობლებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც ინფორმირებულია კიევის პოზიციის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, ეს პოზიცია ცნობილია თურქეთის პრეზიდენტისა და გაერო-სთვისაც და უკრაინა ამას არ მოითმენს.