კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1727971792
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ჯარისკაცი, რომელსაც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, სახელმწიფოსგან საცხოვრებელს მიიღებს.
„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველაზე, ვინც მას იცავს, უზრუნველყოს მათი ყველა საჭიროება. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სათანადო აღჭურვილობასა და იარაღზე, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სოციალურ დაცვაზე და ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების ღირსეულ უზრუნველყოფაზე. ამრიგად, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, იღებს საკუთარ საცხოვრებელს. ყველა, ვინც სახელმწიფოს იცავდა, ოქროს ვარსკვლავის ორდენის მფლობელი გახდა. ყველა გამონაკლისის გარეშე”, – აღნიშნა ზელენსკიმ ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებთან და გმირის წოდების მქონე ჯარისკაცებთან შეხვედრისას.
ცნობისთვის, ომის დაწყებიდან, სულ მცირე 360 ადამიანმა მიიღო უკრაინის გმირის წოდება.