1733169705
ყოველ თავდასხმას პასუხი გაეცემა, მოკლულია 44 ტერორისტი - თურქეთის თავდაცვის მინისტრი
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, განადგურებულია 44 ტერორისტი და თურქეთი განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ საპასუხო რეაგირებას გააგრძელებს.
„არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ ყოველ თავდასხმას პასუხი გაეცემა და ისინი, ვინც ამ თავდასხმებში არიან ჩართული, პასუხს აგებენ“, - განაცხადა აკარმა თურქულ მედიასთან შანლიურფას პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შესახებ საუბრისას.
ჰულუსი აკარმა განმარტა, რომ მათ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ (PKK) და სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) საპასუხო დარტყმები მიაყენეს და 44 ტერორისტი გაანადგურეს.
ცნობისათვის, 8 იანვარს შანლიურფას პროვინციაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაშავდა ერთი თურქი ჯარისკაცი.