„ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდი დანაკარგს…“ – ავდეევკის მიმართულებაზე „შავი არწივის“ მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა

სოსო გუგუტაშვილი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,სოსო გუგუტიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ჯგუფის მებრძოლის დაღუპვის შესახებ, ქვედანაყოფი „შავი არწივი“ ადასტურებს.

სოსო გუგუტიშვილი ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს, სულ მცირე 60-მდე ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი შეეწირა.

„ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი „შავი არწივის“ მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.

ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“ – წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.