1740372372
ვქმნით ანტი-პუტინურ კოალიციას - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარტნიორებთან ერთად ანტი-პუტინურ კოალიციას აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ჩვენ ვქმნით ანტი-პუტინის კოალიციას. მე ვესაუბრე ემანუელ მაკრონს, ურსულა ფონ დერ ლეიენს, კარლ ნეჰამერს, ერდოღანს კონკრეტულ სანქციებსა და ჩვენი ჯარისთვის კონკრეტულ დახმარებაზე. ჩვენ ველით დროულ ქმედებებს." - წერს ზელენსკი.
We are creating an anti-Putin coalition. I spoke with @vonderleyen, @EmmanuelMacron, @karlnehammer and @RTErdogan about concrete sanctions and concrete assistance for our military. We are waiting for decisive action.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 24, 2022