ზელენსკი: მადლიერი ვარ პირადად აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის, რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის.

„მადლიერი ვარ პირადად აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის, ამ გადაწყვეტილების გამო. ეს იყო მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე ძლიერი სიგნალი. ძალიან მარტივია: რუსეთისთვის გადახდილი თითოეული პენი გარდაიქმნება ბომბებად და ჭურვებად, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოებისკენ მიემართება. რუსეთი ან პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და ომებს არ აწარმოებს, ან არ ექნება ფული, რომ ომები დაიწყოს. აშშ-ში ნავთობის იმპორტის აკრძალვა ტერორისტულ სახელმწიფოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად დაასუსტებს, რადგან ეს ყველაფერი კავშირშია თავისუფლებასთან, ეს ეხება მშვიდობის საკითხს, რომლისკენაც მსოფლიო წავა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.