პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გასულ ღამეს თურქეთის სხვადასხვა წერტილიდან მწვანე ნათება დააფიქსირეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
თავდაპირველად სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა, მეტეორის ჩამოვარდნიდან დაწყებული კოსმოსური შემოტევით დამთავრებული. თუმცა დღეს, თურქეთის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ გუშინდელი ნათება ნამდვილად მეტეორის ჩამოვარდნას უკავშირდებოდა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ახსნილი იყო ისიც, თუ რატომ იყო იყო ნათება მწვანე. განცხადებაში ნათქვამია, რომ მეტეორის ნათება დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე, კერძოდ, მწვანე ნათებას იწვევს მეტალის ატომები.
ობიექტი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 23 საათზე გამოჩნდა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დასავლეთის პროვინციებში სტამბოლში, იზმირში, ბურსაში, ჩანაქკალესა და ბალიკესირში.