Video: ხარკოვში უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა რუს ოკუპანტებს ჩასაფრება მოუწყვეს

  samx teqnika

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, სადაც ომის დაწყებიდან დღემდე საჰაერო იერიში არ წყდებოდა, რუს ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკის დატოვება  და გაქცევა მოუწიათ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუს კოლონას ჩასაფრება მოუწყვეს. მათი თქმით, ოკუპანტები "გვერდით მხარეებისკენ გაიქცნენ".

93-ე ბრიგადის ჯარისკაცების თავდასხმას რუსულ კოლონაზე მსხვერპლი მოყვა - დაღუპულები რუსი სამხედროები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა YNIAN-ი ავრცელებს: 

"მებრძოლების ცნობით, რუს დამპყრობლებზე იერიში ჩასაფრებით მიიტანეს. ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით, გადარჩენილები გაიქცნენ, ახალი და გამოსადეგი სამხედრო აღჭურვილობა და საწვავი დაგვიტოვეს. მტრის ერთ-ერთმა ტანკმა თავდაცვის საგუშაგოც კი გაგვიძლიერა. ეს იყო რუსული 200-ე ბრიგადა. ისინი წინ მოიწევდნენ და ჩვენი ბომბების ქვეშ გაიქცნენ.

დარჩათ დაახლოებით, 30 ერთეული ტექნიკა: ტანკები, MT-LB, კამაზის სატვირთო მანქანები, ურალი", - თქვა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.

ჩვენმა სამხედროებმა დატყვევებულ მტრის აღჭურვილობაზე უკრაინის დროშები აღმართეს, რათა ადგილობრივებს არ შეშინებოდათ.

მანამდე ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ნიკოლაევთან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

ერთი თვითმფრინავი განადგურებულია, ხოლო მეორიდან რუსი პილოტი ტყვედ აიყვანეს. პილოტმა თქვა, რომ ის შორეული აღმოსავლეთიდან იყო და მისი სამხედრო ნაწილი ოკუპირებულ ყირიმში მდებარეობდა." - წერს გამოცემა.