1740372372
Video: ბელორუსიიდან უკრაინის საზღვრის მიმართულებით ოკუპანტების სამხედრო კოლონა მიემართება

ბელორუსიაში უკრაინის საზღვრისკენ მოძრავი რუსული საოკუპაციო ძალის სამხედრო კოლონა შენიშნეს - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კოლონაში შემავალ ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალების ნაწილს აქვს ცნობილი წარწერა - ასო V, რაც აღნიშვნავს, რომ ტექნიკა რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის.
"ბელორუსიაში სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა შენიშნეს, რომელიც უკრაინის საზღვრის მომართულებით მოძრაობს.
ვიდეო გამოაქვეყნა სამხედრო მეთაურმა ანდრეი ცაპლიენკომ.
„მტრის კოლონა ბელორუსიიდან უახლოვდება უკრაინის საზღვარს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
კადრებში ჩანს სამხედრო სატვირთო მანქანები და სხვა ჯავშანტექნიკა. კოლონას წინ აღჭურვილობა მიუძღვის, რომელზეც აღნიშნულია ასო V, რაც მიუთითებდეს იმას, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინისკენ მოდის.