VIDEO: 3 აფეთქება კიევში - ევაკუირებულია 150 ადამიანი, დაჭრილია 8 მშვიდობიანი მოქალაქე

გამთენიისას კიევში კიდევ 3 აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ CNN წერს. 

გამოცემის ცნობით, უკრაინის დედაქალაქ კიევში, პარასკევს გამთენიისას, კიდევ სამი აფეთქება მოხდა. როგორც ჩანს, ხმა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთიდან მოდიოდა.

კიევში ახლა მხოლოდ 6:30 საათია. დღეს დილით, CNN-ის ადგილზე მყოფმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ქალაქში დიდი აფეთქებები გაიგონეს.

კიევში პირველად რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი კიევში თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელ სახლში, კოშიცას ქუჩაზე გაჩნდა.

ბოლო ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან ევაკუირებულია 150 ადამიანი, დაჭრილია 8 მშვიდობიანი მოქალაქე.