უკრაინის რადის სამართალდაცვითი საქმიანობის საკითხების კომიტეტმა გარკვეული მუხლებით მსჯავრდებული ადამიანების მობილიზაციის რეკომენდაცია გასცა

უკრაინის ციხე

უკრაინის რადის სამართალდაცვითი საქმიანობის საკითხების კომიტეტმა გარკვეული მუხლებით მსჯავრდებული ადამიანების მობილიზაციის რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

„კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, საფუძვლის სახით იყოს აღებული კანონპროექტი 11079-1, რომელიც თავისუფლება აღკვეთილი და შეზღუდული პირების მობილიზაციას ითვალისწინებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი იონუშასმა.

მისივე თქმით, აკრძალული იქნება იმ მსჯავრდებულების მობილიზაცია, რომლებიც სასჯელს იხდიან:

ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულებისთვის;ტერორიზმისთვის;ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობისთვის;გაუპატიურებისთვის;პედოფილიისთვის;ნარკოტიკების ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.