რიტუალი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე უნდა შესრულდეს - მარიამ ციმინტიას რჩევა
1746042273
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილი იქნება 24 საათის განმავლობაში.
„დიახ, დღეს იულია სვირიდენკო, პირველი ვიცე-პრემიერ-მინისტრი, ვაშინგტონში გაემგზავრება. ჩვენ უკვე საბოლოო დეტალებს ვაზუსტებთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სტრატეგიული შეთანხმება პარტნიორული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ - „თანასწორუფლებიანი, კარგი საერთაშორისო შეთანხმება ერთობლივ ინვესტიციებზე და უკრაინის განვითარებასა და აღდგენაზე“.
„როგორ კი ყველა საბოლოო დეტალი დამუშავდება, უახლოეს მომავალში - იმედი მაქვს, უკვე უახლოეს 24 საათში - შეთანხმება ხელმოწერილი იქნება და ჩვენ პირველ ნაბიჯს გადავდგამთ. შემდეგ ამ შეთანხმებას მოჰყვება კიდევ ორი ტექნიკური, აღმასრულებელი შეთანხმების ხელმოწერა - უშუალოდ ფონდის შექმნისა და მისი დაფინანსებისა და შევსების შესახებ“, - განაცხადა მან.