"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
უკრაინის კონტრშეტევის წარმატებას კიევის მოკავშირეები და პარტნიორები არ გაუკვირვებია, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა პეტ რაიდერმა.
„ვფიქრობ, თუ ვინმეს ეს გაუკვირდა, ალბათ, რუსები იყვნენ. რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა საოცარი ადაპტირება და უნარი, გამოიყენონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები დიდი ეფექტით. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასე სწრაფად მოქმედებენ“, - თქვა რაიდერმა.