უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ ევაკუირებული ხალხი რუს დამყრობლებს იმავე შენობებში გადაჰყავთ, სადაც სამხედროები ჰყავთ განლაგებული

აფეთქებული კაშხალი

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოკუპირებული ნაწილიდან ევაკუირებული ხალხი რუს დამყრობლებს იმავე შენობებში გადაჰყავთ, სადაც სამხედროები ჰყავთ განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებებში რუსი დამპყრობლები აგრძელებენ დანაშაულის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. კერძოდ, დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ ხალხს პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც უკვე განლაგებული არიან სამხედრო ქვედანაყოფები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული გენშტაბის ცნობით, რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის „ფარად“ გამოყენებას ცდილობენ